20 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოდან განხორციელებული ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 3.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლია 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 5 308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (5,282 ტონა), 20 ტონა ვაშლის ექსპორტი უკრაინაში, ხოლო 6 ტონა ვაშლის ექსპორტი სომხეთში განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს