ლევან დავითაშვილის განცხადებით, თუ ინვესტორები დაინტერესდებიან საქართველოში ელექტრობატარეების წარმოების მხრივ, მათ მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, თუ ინვესტორები დაინტერესდებიან საქართველოში ელექტრობატარეების წარმოების მხრივ, მათ მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ელექტრომობილების წარმოება საკმაოდ სასურველი პროექტია, მაგრამ საკმაოდ რთული, რადგან განსაკუთრებით პანდემიამ თავისი კორექტივები შეიტანა. დავითაშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია იმგვარი სამრეწველო ინვესტიციები, რომელმაც შეიძლება საკმაოდ ბევრი ადამიანი დაასაქმოს და აწარმოოს პროდუქტი.

„თუ მოხერხდა და ინვესტორების მხრიდან დაინტერესება იქნება ასეთი ბატარეების წარმოების, ჩვენ ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ. გვაქვს პაკეტი, რომელსაც უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის კუთხით უახლოეს ხანებში წარმოვადგენთ. ის უცხოელ ინვესტორებს დამატებით მოტივატორებს სთავაზობს საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. თუმცა, ჩვენ გვექნება კიდევ უფრო კრეატიული და ღია მიდგომა. ანუ იმ საჭიროებებზე მორგებული, რომელიც შესაძლოა, ინვესტორს დასჭირდეს და შეიძლება ამ კონკრეტულ პაკეტში გათვალისწინებული ვერ იყოს, იმ შემთხვევაში თუ ინვესტიციები მართლაც მასშტაბურია. ეს უნდა განვსაზღვროთ, რა არის მასშტაბური და რამხელა დასაქმებას ითვალისწინებს. ამ კვირის განმავლობაში შეხვედრა გვექნება ელექტროავტომობილების მწარმოებლებთან, ველოდებით პოტენციურ ინვესტორებს, მათ შორის ელექტრობატარეების წარმოების შესაძლებლობის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კომპანიასთან. ეს შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში ამ კვირაში შედგება“, - აცხადებს დავითაშვილი.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა