იაგო ხვიჩია - ყველაზე მეტად რამაც დაგვაზიანა, მთავრობის მიერ შემოღებული სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება იყო, ამას, როგორც ტორტზე მარწყვი, ისე დააჯდა „მწვანე პასპორტი“

მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ გვქონდეს ნათქვამი „რა მოსულა“ და რა „არ მოსულა“ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში - ყველაზე მეტად რამაც დაგვაზიანა, მთავრობის მიერ შემოღებული სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება იყო. ამას, როგორც ტორტზე მარწყვი, ისე დააჯდა „მწვანე პასპორტი“, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს" მიერ წარდგენილი პეტიციას განიხილავენ „მწვანე პასპორტების“ წინააღმდეგ.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, გასულმა 2 წელმა კორონავირუსის მართვისას გვანახა, რომ რაღაც ნაბიჯი „უაზრო იყო და მას ეფექტი არ მოუტანია“.

„ჩვენ უკვე პოსტფაქტუმ შეგვიძლია შევაფასოთ განვლილი 2- წლიანი პერიოდი კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ გვქონდეს ნათქვამი „რა მოსულა“ და რა „არ მოსულა“ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში. ამ 2 წელმა გვანახა, რომ რაღაც უაზრო იყო და მას ეფექტი არ მოუტანია. ვიღაცის აზრით, რაღაც ეფექტური იყო. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად რამაც დაგვაზიანა კოვიდთან ბრძოლაში, იყო მთავრობის მიერ შემოღებული სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება. ამას, როგორც ტორტზე მარწყვი, ისე დააჯდა „მწვანე პასპორტი“, რომელიც დისკრიმინაციის აპოთეოზი იყო. სისულელე იყო ცოლ-ქმრის წინ დაჯდომის აკრძალვა, გზების მორეცხვა, „მწვანე პასპორტები“, „კომენდანტის საათი“, ხომ გვახსოვს სიგიჟეები. ჩვენ არ ვართ გამონაკლისი, მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყანაში იყო“,- აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

აღნიშნულს გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, მან იაგო ხვიჩიას მიმართა, რომ ის აკრიტიკებდა არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ იმ ქვეყნებს, სადაც მსგავსი შეზღუდვები გატარდა. მისივე თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, შეცდომა იყო თუ არა, გატარებული ღონისძიებები.

იაგო ხვიჩიამ კი განაცხადა, რომ ქვეყანაში პრობლემას ქმნის ის, რომ „არავის უნდა სისულელის აღიარება“.

„დღეს რატომ არ ვრეცხავთ? გავაგრძელოთ, რამდენი კაცი გვყავს დაავადებული. მესმის, რასაც ამბობთ, შეიძლება ოდესღაც რაღაც არ ვიცოდით და არასწორად მოიქცეთ. ამ ქვეყანაში პრობლემას ქმნის ის, რომ არავის უნდა სისულელის აღიარება, შესაძლოა, ეს სისულელე ზოგადსაკაცობრიო იყო და არა ქართული ნოუჰაუ. ახლა საქართველო ბევრად უკეთესადაც იქცევა, ვიდრე სხვა განვითარებული ქვეყანა. ისეთი შეურაცხყოფა მივაყენეთ მოსახლეობას ადამიანურად ბოდიში გვაქვს მოსახდელი“, - აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა