რელიგიის საკითხთა სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად ჰუმანიტარული ტვირთი მათ წალკის ეპარქიის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ჩაუტანეს.

სააგენტოს და ბაპტისტური ეკლესიების კავშირს მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის წალკის ეპისკოპოსმა, გრიგოლმა (კაცია) მადლობა გადაუხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავს დახმარებას წალკის ეპარქია პირველად არ იღებს. წალკელ ბავშვებს 150 სასაჩუქრე ყუთი და 30 სასკოლო ჩანთა გადაეცა, ხოლო 70 ყუთი ტანსაცმელი - ბავშვებს, ქალებსა და მამაკაცებს.

„საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, ბაპტისტური ეკლესიების კავშირის სოციალური მსახურების კოორდინატორი, მარინა მაისაშვილი, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, სამსახურის სპეციალისტი, ნინო ასათიანი, სააგენტოს თანამშრომლები, ნათია გუდაძე და ოთარ ჭიკაძე.

საქველმოქმედო აქციები კვლავ გაგრძელდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო