გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - სასწრაფოდ მოვუწოდებ რუსეთის მთავრობას, რუსეთის პრეზიდენტს: ნუ ეთამაშებით ადამიანების სიცოცხლეს

ის, რაც ბოლო 72 საათის განმავლობაში ვნახეთ თავდასხმების კუთხით, ძალადობრივი წინააღმდეგობის კუთხით, ნამდვილად შემაშფოთებელია, პასუხისმგებლობა რუსეთის მთავრობა ეკისრება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა.

„სასწრაფოდ მოვუწოდებ რუსეთის მთავრობას: დაბრუნდით მოლაპარაკების მაგიდასთან. სასწრაფოდ მოვუწოდებ რუსეთის მთავრობას, რუსეთის პრეზიდენტს: ნუ ეთამაშებით ადამიანების სიცოცხლეს,“- აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აღმოსავლეთ უკრაინაში, უკრაინის სამთავრობო ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის გამყოფი ხაზის გასწვრივ რამდენიმე დღეა დაბომბვის ფაქტები გახშირდა. დასავლეთი შიშობს, რომ მოსკოვი ცდილობს, უკრაინაში შესაჭრელად საბაბი შექმნას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს