მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მასთან ჰოლანდიელი და ამერიკელი ექიმების, ასევე, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრების დაშვებას ითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, რომ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაშვებულ იქნას ჰოლანდიელი და ამერიკელი ექიმები, ასევე, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

„მე ვითხოვ, რომ დაუშვან ჰოლანდიელი და ამერიკელი ექიმები და უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები, რომელიც ამ რთულ დროს პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით შეიქმნა. უკრაინის პრეზიდენტმა ამ ძალიან რთულ დროს დრო მონახა, რომ კონსილიუმის შექმნა დაევალებინა. ეს კონსილიუმი შექმნილია და ჩემზე დაშვება არცერთ მათგანს არ აქვს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ნიუ იორკიდან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კარდიოქირურგი, ნიკა ყიფშიძე სპეციალურად საქართველოში ჩამოვიდა, რომელსაც ასევე არ უშვებენ.

„ნიუ-იორკიდან, სპეციალურად ჩამოვიდა. დაყარა თავისი საქმეები. უკვე მეხუთე თვეა თბილისში ერთგულად ზის და მასაც არ უშვებენ. აი, ეს არის რაც ხდება. ამიტომ, მე ვითხოვ კონკრეტულად ამ ხალხის დაშვებას, შუამდგომლობის დაწერას, რომ ეს ხალხი უნდა იქნას დაშვებული. ასევე, ვითხოვ მე-12 დაწესებულებაში 24 საათი ექიმის ყოფნის და შესაბამისი, დანარჩენი სამედიცინო დახმარების მიღებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ნოტაში თქვა და ეს იმათ გასაგონად, ვინც ამბობს, რომ უკრაინა სააკაშვილს არ ითხოვს - მას შემდეგ, რაც გორის ჰოსპიტალში ჩემზე თავდასხმა მოხდა, რომლის გამო დავზარალდი ბევრად უფრო მეტად, ვიდრე გლდანში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ხელისუფლების სახელით მოითხოვა, მკურნალობისთვის უკრაინაში ჩემი გადაცემა, ჰუმანიტარული მიზნებით, იმიტომ, რომ საქართველოში არამხოლოდ მკურნალობა არ ხორციელდება, არამედ პუტინის დავალებით ხორციელდება ინვალიდიზაციისა და მკვლელობის აბსოლუტურად დღესავით ნათელი პროცესი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს