ბადრი ჯაფარიძე - აბსოლუტურად ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებას, ეს იყო ლონდა თოლორაიას მიმართ ანგარიშსწორება

აბსოლუტურად ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებას, ეს იყო ლონდა თოლორაიას მიმართ ანგარიშსწორება, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის მიმართ განხორციელდა ანგარიშსწორება, ისევე როგორც მის მიმართ.

„აბსოლუტურად ვიზიარებ ეუთო/ოდირის შეფასებას, ეს იყო თოლორაიას მიმართ ანგარიშსწორება, ისევე როგორც პირადი ანგარიშსწორება იყო ჩემთან მიმართებაში. ,,ქართულმა ოცნებამ” საჯაროდ თქვა, არ დამალა, რომ თუ ვაღიარებდი იმას, რაც არ ჩამიდენია, მაშინ ისინი მანდატს არ შემიწყვეტდნენ. სამწუხაროდ, ეს ,,ქართული ოცნების” სტილია. მიუხედავად, ასეთი დამოკიდებულებისა, მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართული ოცნების” 77- მა დეპუტატმა დააჭირა ხელი ჩემთვის მანდატის შეწყვეტას, მე მზად ვარ მათაც ვესაუბრო და შევხვდე. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება ამ ქვეყანაში, რომ ადამიანებს, პოლიტიკოსებს ერთმანეთთან კომუნიკაცია არ ჰქონდეთ, იმის გამო, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ, თუნდაც ჩემ მიმართ აწარმოებენ პოლიტიკურ დევნას. მე მაინც მზად ვარ, ყოველთვის შევხვდე დაპირისპირებულ მხარეს. მიმაჩნია, რომ ეს პრაქტიკა ქართულ პოლიტიკაში უნდა დავნერგოთ და ეს ბევრ პრობლემას გადაგვალახინებს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებები გაასაჯაროვა. მისი ინფორმაციით, ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს. მისივე თქმით, ეუთო/ოდირი ცალსახად აცხადებს, რომ პროცესი, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება წარიმართა, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა