სპორტული გაზეთი „ლელო" საფეხბურთო აკადემია „ვილეარეალი საქართველოს" მედია პარტნიორი იქნება

სპორტული გაზეთი „ლელო" საფეხბურთო აკადემია „ვილეარეალი საქართველოს" მედია პარტნიორი იქნება. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა.

„ვილეარეალი საქართველოში" აცხადებენ, რომ ახლად დაარსებულ საფეხბურთო აკადემიას, თითქმის საუკუნოვან და პოპულარულ გამოცემასთან პარტნიორობა, მომავალი პროექტების რეალიზაციაში დადებით გავლენას იქონიებს.

„მემორანდუმის გაფორმება ძალიან სასიამოვნო ფაქტია, ვინაიდან „ლელო" არის ძალიან წარმატებული და რეიტინგული გაზეთი და ჩვენც შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ მასთან დაგვეჭირა ურთიერთობა. რაც შეეხება „ვილეარეალის" აკადემიას - ძალიან სასიამოვნოა, რომ ქართულ რეალობაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა. ჩვენ „ვილეარეალის" აკადემიის ოფიციალური წარმომადგენლები ვიქნებით და ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ქართველი ბავშვები კვალიფიციურ მწვრთნელებთან მოემზადონ და მათ ევროპულ გუნდებში გზა გავუხსნათ“, - განაცხადა „ვილეარეალი საქართველოს“ სპორტულმა დირექტორმა, გიორგი თავბერიძემ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ ისაუბრა „ლელოს“ მთავარმა რედაქტორმა, პაატა გელაშვილმა.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ახალმა პარტნიორებმა აგვირჩია. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ამბები ჩვენს მკითხველს პირველად ჩვენ გავაგებინოთ, ჩვენ ვაცნობოთ იმ წარმატებების შესახებ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამ პროექტს ექნება. ჩვენ ფეხბურთის გულშემატკივრები ვართ და ქართველი ფეხბურთელების საერთაშორისო არენაზე გასვლას მოუთმენლად ველით“, - განაცხადა პაატა გელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი