გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 თებერვალს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში:თვაურები, ბაქაქურები, ოძისი და მიმდებარე სოფლებში; 14:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი ჩარდახი, გოროვანი, მუხრანი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.