ლიეტუვა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს

უკრაინაში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე ლიეტუვას მთავრობა გეგმავს ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდოს, - ამის შესახებ ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში ვითარება საკმაოდ რთულადაა და ლიეტუვა გამოწვევებს მომზადებული უნდა შეხვდეს.

“ვინაიდან, რეგიონში ვითარება უარესდება, მე ვთხოვე თავდაცვის მინისტრს ქვეყნის თავდაცვის გასაძლიერებლად ბიუჯეტი დაგეგმილზე სწრაფად გავზარდოთ. ამ მდგომარეობაში ქვეყნის თავდაცვის დაფინანსება მთავრობის პრიორიტეტია“, - განაცხადა სიმონიტემ.

ცნობისთვის, ამჟამად ლიეტუვას თავდაცვის ბიუჯეტი 1.2 მილიარდი ევროა, რაც ქვეყნის მშპ-ის 2.05%-ს წარმოადგენს. თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას პარლამენტის წევრების უმეტესობის თანხმობა სჭირდება.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს