ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერები ვლადიმერ პუტინს აღიარებას სთხოვენ

უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერები , დენის პუშილინი და ლეონიდ პასეჩნიკი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების თხოვნით მიმართავენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პუშილინის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტა. მან აღნიშნა, რომ „დონბასი მაღალ შეფასებას აძლევს მოსკოვის ძალისხმევას მინსკის შეთანხმებების მოლაპარაკებების პროცესში, მაგრამ შეთანხმებები ხელს არ უშლის კიევს, რომელიც სამხედრო მხარდაჭერას იღებს ვაშინგტონისგან, დადებული ზავი დაარღვიოს“.

“დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხალხის სახელით, გთხოვთ, აღიაროთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკა დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, სამართლებრივ, სოციალურ სახელმწიფოდ“, - განაცხადა პუშილინმა.

ლეონიდ პასეჩნიკი კი ვლადიმერ პუტინს მიმართავს, „მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დაღუპვის თავიდან ასაცილებლად“ ლუგანსკის ე.წ. „სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“ აღიაროს.

„ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, რესპუბლიკის მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დაღუპვის თავიდან ასაცილებლად, რომელთაგან 300 000 რუსეთის მოქალაქეა, გთხოვთ, აღიაროთ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთი დუმამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებისკენ მოუწოდებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო