ვლადიმერ პუტინი - ჯო ბაიდენმა დამარწმუნა, რომ არ აპირებენ უკრაინის ნატოში მიღებას „ხვალ“, მეტიც შესაძლოა, გარკვეული მორატორიუმი - ჩემი პასუხი იყო მარტივი: ეს არ არის დათმობაზე წასვლა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამტკიცებს, რომ უკრაინის ნატოში მიღებას არ აპირებენ „ხვალ“, მაგრამ მსგავსი მორატორიუმი - ალიანსის გეგმების რეალიზაციაა და არა რუსეთისთვის დათმობა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„მე, აი, ჩემ კოლეგებთან ერთად სწორედ ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობდი. ამერიკელმა კოლეგამაც დამარწმუნა, რომ არ აპირებენ უკრაინის ნატოში მიღებას „ხვალ“. მეტიც - შესაძლოა, გარკვეული მორატორიუმი“ , - განაცხადა პუტინმა.

თუმცა, მისი თქმით, ნატო, უბრალოდ, მიიჩნევს, რომ უკრაინა ჯერ არ არის მზად ალიანსში გასაწევრიანებლად.

„ამიტომ, ჩემი პასუხი იყო მარტივი: ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ჩვენთვის დათმობაზე წასვლა. ეს არის თქვენი გეგმების რეალიზაცია. თქვენ მიგაჩნიათ, რომ აუცილებელია დაცდა და უკრაინის მომზადება ნატოში გასაწევრიანებლად. თქვენ ამ მორატორიუმს თქვენთვის აკეთებთ“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, უკრაინის ნატოში მიღების შემთხვევაში, რუსეთის უსაფრთხოების საფრთხე იზრდება.

„თუკი რუსეთი შეეჯახება ასეთ საფრთხეს, როგორიც არის უკრაინის ალიანსში გაწევრიანება, ჩვენი ქვეყნის საფრთხეები მრავალგზის გაიზრდება“, - განაცხადა პუტინმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს