გლდანის რაიონში ე.წ. ბროწეულის სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ე.წ. ბროწეულის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სივრცე დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.

„აქაურობა მძიმე მდგომარეობაში იყო. ეს ადგილი პარკინგად გამოიყენებოდა. რეაბილიტაციის შედეგად მივიღეთ გამწვანებული სივრცე. მოეწყო ბავშვების მოედანი, ატრაქციონებით, ასევე, კალათბურთის და ფეხბურთის მოედანი. დამონტაჟდა ლედ განათებები. ცხოველებისთვის სასეირნო ზონა ცალკეა. ახლა მთავარია, მოვუაროთ ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, აქ მცხოვრები ადამიანები ისარგებლებენ რეკრეაციული სივრცით. გლდანს დიდი პოტენციალი აქვს მსგავსი პროექტების განსახორციელებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ჯამში, რეაბილიტირდა 10 000 კვ. მ ფართობი, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური სივრცე მოეწყო: განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, ჩოგბურთისა და ჭადრაკის მაგიდები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, ველობილიკი და სკეიტბორდის მოედანი, ასევე, სასმელი წყლის შადრევანი და ფიტნეს ზონა.

მათივე ცნობით, სკვერში დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა სხვადასხვა ტიპის საპარკე ინფრასტრუქტურა, ასევე, ტერიტორია გამწვანდა - დაირგო 183 სხვადასხვა სახის ხე, 422 ბუჩქი და დაიგო ბალახი. გარდა ამისა, მალევე დამონტაჟდება უსაფრთხოების სისტემები. პროექტი გლდანის გამგეობამ განახორციელა.

ახლად რეაბილიტირებულ სკვერში ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გლდანის გამგებელი ლევან ნაროუშვილი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში კონსტანტინე ზარნაძე.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ