ვლადიმერ პუტინი - ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ხსნის ნატოს კარს უკრაინასა და საქართველოსთვის - თუ ერთი ნაბიჯი გადადგეს შეერთებული შტატების ზეწოლით, საიდან გვაქვს გარანტიები, რომ არ იქნება მეორე?

2008 წელს ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ხსნის ნატოს კარს უკრაინასა და საქართველოსთვის - თუ ერთი ნაბიჯი გადადგეს შეერთებული შტატების ზეწოლით, საიდან გვაქვს გარანტიები, რომ არ იქნება მეორე ნაბიჯი?, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განცხადა.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნატოს ზოგიერთი ქვეყანა წინააღმდეგია, უკრაინა გახდეს ალიანსის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან, 2008 წელს ბუქარესტში მათ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ხსნის ნატოს კარს უკრაინასა და საქართველოსთვის“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, გარანტიები არ არსებობს.

„რა არის პასუხი ჩემს კითხვაზე - რატომ გააკეთე ეს? შეერთებული შტატების ზეწოლის ქვეშ, აი პასუხი. მაგრამ თუ მათ ერთი ნაბიჯი გადადგეს შეერთებული შტატების ზეწოლით, საიდან გვაქვს გარანტიები, არ გადადგან მეორე ნაბიჯი ზეწოლის ქვეშ? ასეთი გარანტიები არ არსებობს", - დასძინა პუტინმა.

პუტინის თქმით, შეერთებული შტატები ადვილად ამბობს უარს ნებისმიერ შეთანხმებაზე და ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელსაც ხელს აწერს.

„არავითარი გარანტია არ არსებობს, რადგან შეერთებული შტატები ადვილად ამბობს უარს ნებისმიერ შეთანხმებაზე, ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელსაც ხელს მოაწერს. მაგრამ მაინც , რაღაც უნდა იყოს ქაღალდზე დაფიქსირებული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტით მიღებული. დღეს ამაზეც ვერ ვთანხმდებით", - განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2022
ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და საქართველოს ეროვნული ინტერესები
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე