„მიშას სექტორმა” კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა

მოძრაობა „მიშას სექტორის“ წარმომადგენლებმა კანცელარიასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი მორიგი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმის შეშვებასა და საბოლოოდ მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა შიმშილობა ხელახლა გამოაცხადა, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ამ ფაქტთან შეგუება დაუშვებელია და მისი მოთხოვნები უნდა შესრულდეს.

აქციას პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანიც შეუერთდა.

„მესამე პრეზიდენტმა ფაქტობრივად სასიკვდილო გადაწყვეტილება მიიღო. მისი თანმდევი დაავადების გამო ძალიან მძიმდება ყოველ წამს ვითარება. თავი არ უნდა მოიჭრას ქვეყანამ და სარეაბილიტაციოდ უნდა გავუშვათ საზღვარგარეთ. მგონია, რომ აქ უნდა იყვნენ პარტიის ლიდერები, პატარა მიტინგი იქნება, დიდი მიტინგი იქნება, ადამიანებს პატივი უნდა სცენ, მოვიდნენ ხოლმე. ეს სტილი ვერ მოიშორა ზოგიერთმა ლიდერმა, აქ ადამიანები ითხოვენ იმას, რომ არ მოკვდეს მესამე პრეზიდენტი, ვფიქრობ, ცოტა მეტი ხალხი უნდა იყოს აქ, მე განსაკუთრებით ლიდერებს ვგულისხმობ, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის, უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და რაღაც ვერ ვხედავ. ცივი წყალი ონკანშია და მოუშვას, თუ ვინმეს ეწყინება. ნაკლებად მაინტერესებს“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა