ვლადიმერ პუტინი - 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე აშშ-მა ძალდატანებით გაიტანა გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები

სპეციალური მიმართვის დროს ვლადიმერ პუტინმა ბუქარესტის სამიტისა და საქართველოს შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დროს ბევრი ევროპელი მოკავშირე ხვდებოდა იმ რისკებს, რომლებიც აშშ-ის გადაწყვეტილებას მოჰყვებოდა, მაგრამ იძულებულები იყვნენ, დიდი მოკავშირის სურვილს შეგუებოდნენ.

„2008 წელს ბუქარესტის სამიტზე აშშ-მა ძალდატანებით გაიტანა გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები... ჩვენ ახლა გვეუბნებიან, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ხვალ არ გახდება. რას ცვლის ეს ისტორიული პერსპექტივით? არაფერს. მეტიც, ჩვენთვის ცნობილია ამერიკის პოზიცია, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებების მიუხედავად, თუ უკრაინა დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს და დაამარცხებს კორუფციას, ის გახდება ნატო-ს წევრი“, -განაცხადა მან.

პუტინის თქმით, რუსეთს დასავლეთმა პირობა მისცა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა, თუმცა ეს ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა.

„ბოლო თვეებში დასავლეთიდან იარაღი უწყვეტ ნაკადად მიედინება უკრაინაში, საჯაროდ. მთელი მსოფლიოს თვალწინ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და სპეცსამსახურებს ხელმძღვანელობენ უცხოელი მრჩევლები. ჩვენ ეს ვიცით“, - განაცხადა პუტინმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს