ვლადიმერ პუტინი - უკრაინას შეგვიძლია თავისუფლად ვუწოდოთ ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელობის უკრაინა, რადგან ის უკრაინის ავტორი და არქიტექტორია

სპეციალური მიმართვის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თანამედროვე უკრაინა კომუნისტურმა რუსეთმა შექმნა.

„თანამედროვე უკრაინა სრულად შექმნა რუსეთმა, უფრო სწორედ, ბოლშევიკურმა, კომუნისტურმა რუსეთმა. ეს პროცესი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო. ლენინმა და მისმა თანამებრძოლებმა ეს ძალიან უხეშად გააკეთეს. მათ ეს რუსეთისთვის ისტორიული ტერიტორიების მოწყვეტის ხარჯზე გააკეთეს“, -განაცხადა მან.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საბჭოთა კავშირის დროს შექმნილ უკრაინას შეგვიძლია თავისუფლად ვუწოდოთ ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელობის უკრაინა, რადგან ლენინი უკრაინის ავტორი და არქიტექტორია.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის წინ და შემდეგ სტალინმა უკრაინას ის მიწებიც გადასცა, რომლებიც იქამდე პოლონეთს, რუმინეთსა და უნგრეთს ეკუთვნოდა. 1954 წელს კი ხრუშჩოვმა რატომღაც ყირიმი რუსეთს წაართვა და უკრაინას აჩუქა.

„აი ასე ჩამოყალიბდა საბჭოთა უკრაინის ტერიტორია. ეს ყველაფერი დასტურდება არქივის დოკუმენტებით. ახლა კი მადლიერმა შთამომავლობამ ლენინის ძეგლები დაამხო და ამას დეკომუნიზაცია უწოდა. ჩვენ მზად ვართ, ვაჩვენოთ, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია. გსურთ დეკომუნიზაცია? ჩვენ ეს სავსებით გვაწყობს. ჩვენ მზად ვართ, გაჩვენოთ, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია“, - განაცხადა პუტინმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა