ლიზ ტრასი რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე - ეს ნაბიჯი მეტყველებს რუსეთის გადაწყვეტილებაზე, აირჩიოს კონფრონტაციის გზა დიალოგის ნაცვლად - კოორდინაციას გავუწევთ ჩვენს პასუხს მოკავშირეებთან

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

დიპლომატის თქმით, გაერთიანებული სამეფო მზად არის რუსეთის წინააღმდეგ ზომები მიიღოს.

„ეს ნაბიჯი წარმოადგენს შემდგომ თავდასხმას უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, მიანიშნებს მინსკის პროცესის დასრულებაზე და არის გაეროს წესდების დარღვევა. ეს მეტყველებს რუსეთის გადაწყვეტილებაზე, აირჩიოს კონფრონტაციის გზა დიალოგის ნაცვლად“, - აღნიშნულია ტრასის განცხადებაში.

მისი თქმით, ისინი არ დაუშვებენ რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის დაუსჯელობას.

„კოორდინაციას გავუწევთ ჩვენს პასუხს მოკავშირეებთან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა დაუსჯელი დარჩეს“, - აცხადებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა