კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - კანადა რუსეთისთვის სანქციების დაწესებისთვის ემზადება

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ დაგმო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარება და აღნიშნულს უწოდა "სერიოზულ საფრთხე რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის".

მისი თქმით, კანადა და მისი მოკავშირეები "მტკიცედ რეაგირებენ საერთაშორისო სამართლის ამ აშკარა უგულებელყოფაზე" და ემზადება ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის - განცალკევებულად იმ სანქციებისგან, რომლებიც დაწესდება უკრაინაში "ნებისმიერი სამხედრო შეჭრის" შემთხვევაში.

„კანადა მტკიცეა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში“, - ამბობს ის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა