თურქეთის საგარეო უწყება - რუსეთის გადაწყვეტილება ე.წ „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების“ აღიარების შესახებ მიუღებელია და ჩვენ უარვყოფთ მას

რუსეთის გადაწყვეტილება ე.წ „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების“ აღიარების შესახებ, გარდა იმისა, რომ მინსკის შეთანხმებებს ეწინააღმდეგება, უკრაინის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაცაა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„რუსეთის გადაწყვეტილება მიუღებელია და ჩვენ უარვყოფთ მას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას უკრაინის პოლიტიკური ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისადმი და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, იმოქმედონ საღი აზრით და დაიცვან საერთაშორისო სამართალი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა