ანტონიო გუტერეში - დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში შეშფოთებულია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეული ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით. ის აღმოსავლეთ უკრაინაში, მინსკის შეთანხმებების შესაბამისად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ანტონიო გუტერეშის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

გაეროს გენერალური მდივანი რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს.

„გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა და გაეროს წესდების პრინციპებს არ შეესაბამება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“- ნათქვამია განცხადებაში.

ანტონიო გუტერეში ყველას მოუწოდებს, პრიორიტეტი პრობლემების მშვიდობიანად გადაწყვეტას მიანიჭონ.

„გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა შესაბამის აქტორს, კონცენტრაცია მოახდინონ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვაზე, თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება და განცხადება, რომელმაც, შეიძლება, კიდევ უფრო გაამძაფროს სახიფათო სიტუაცია უკრაინასა და მის ირგვლივ და პრიორიტეტი ყველა პრობლემების მშვიდობიანად გადაწყვეტას მიანიჭონ,“- ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო