ეუთო - მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ

ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ, ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მარგარეტა სედერფელტი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა ავრცელებენ.

„ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის და ეუთოს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაა და მინსკის შეთანხმებებს ეწინააღმდეგება. რუსეთმა, ეუთოს ყველა წევრი სახელმწიფოს მსგავსად, ვალდებულებები აიღო, პატივი სცეს სხვების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს გადაწყვეტილება. ეს აღიარება მხოლოდ კიდევ უფრო გააღვივებს დაძაბულობას და განაცალკევებს ამ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მათი ქვეყნის, უკრაინის დანარჩენი ნაწილისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე