ტომას ჰენდრიკ ილვესი - რუსეთის დუმის დეპუტატებს, ვინც დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას მხარი დაუჭირეს, ნატო-სა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელი ვიზა უნდა გაუუქმდეთ

დუმის ყველა დეპუტატი, ვინც მხარი დაუჭირა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას, შავ სიაში უნდა მოხვდეს, - ამის შესახებ ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, რუსეთის პარლამენტის წევრებს, ვინც მხარი დაუჭირა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას, ასევე უნდა შეეზღუდოთ ევროკავშირისა და ნატოს ტერიტორიაზე შესვლა.

„მათ უნდა გაუუქმდეთ ნატოსა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელი ვიზა. მხოლოდ ისინი, ვინც ხმა არ მისცეს დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას, უნდა იქნენ დაშვებულნი დასავლეთში,“- განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს