ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Times Higher Education-ის 2022 წლის მსოფლიოს ახალგაზრდა უნივერსიტეტების რეიტინგში შევიდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Times Higher Education-ის 2022 წლის მსოფლიოს ახალგაზრდა უნივერსიტეტების (Young University Ranking / 50 წელზე ნაკლები) რეიტინგში (The World University Ranking) შევიდა.

მსოფლიოს მასშტაბით სულ 790 უნივერსიტეტი შეფასდა, აქედან რეიტინგში მხოლოდ 539 უნივერსიტეტი მოხვდა, დანარჩენებმა ვერ დააკმაყოფილეს რეიტინგისთვის აუცილებელი კრიტერიუმები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი ინსტიტუაციაა, რომელიც საქართველოდან აღნიშნულ რეიტინგში მოხვდა.

2022 წლის რანგირებისთვის ბიბლიომეტრიული მონაცემების მიმწოდებელმა სამეცნიერო ბაზამ ელსევიერი (Elsevier) შეისწავლა და გააანალიზა 14.4 მილიონ პუბლიკაციასთან დაკავშირებული 108 მილიონზე მეტი ციტირება, რომლებიც ეფუძნება 24 600-ზე მეტი აკადემიური ჟურნალის მონაცემებს, ინდექსირებულს Scopus-ის მონაცემთა ბაზაში. რანგირებულ სიას ასევე საფუძვლად უდევს მსოფლიო მასშტაბით 22 000 მეცნიერის გამოკითხვის შედეგები.

Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი (THE World University Ranking) წარმოებულია 13 ინდიკატორისგან, რომელთაგან თითოეული გაერთიანებულია 5 კატეგორიაში – მნიშვნელობის მიხედვით შეწონილ სვეტებში, რომლებიც, თავის მხრივ, უმაღლესი განათლების სრულყოფის ძირითად სფეროებს წარმოადგენს.

სვეტები

  • სწავლება (30%): სასწავლო გარემო
  • კვლევა (30%): მოცულობა, შემოსავალი და რეპუტაცია
  • ციტირება (30%): კვლევის გავლენა
  • ინდუსტრიისგან შემოსავალი (2.5%): ცოდნის გადაცემა
  • საერთაშორისო პერსპექტივა/International Outlook (7.5%): საერთაშორისო პერსონალი, სტუდენტები და კვლევითი თანამშრომლობა

როგორც სვეტებიდან ჩანს, რეიტინგში ყველაზე დიდი წილი – 60% მოდის კვლევასა და კვლევის გავლენაზე. სწორედ ამ კატეგორიებით ფასდება აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მიერ შესრულებული სამეცნიერო საქმიანობის გავლენა გლობალურად მეცნიერებაზე. კვლევის გავლენის ინდიკატორი უნივერსიტეტებს აფასებს ახალი ცოდნის შექმნისა და გავრცელების თვალსაზრისით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაჩვენებელი ამ კატეგორიაში მომიჯნავე საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციებთან მიმართებაში საკმაოდ მაღალია და 34.6 ნიშნულს შეადგენს (იხილეთ გრაფიკი). მაგალითისთვის, მადრიდის კარლოს მე-3 უნივერსიტეტს (Carlos III University of Madrid) ციტირების მაჩვენებელი აქვს 28.4, ინგლისის აღმოსავლეთ ლონდონის უნივერსიტეტს (University of East London) – 32.3, ხოლო ტაივანის სუნ იატ-სენის სახელმწიფო უნივერსიტეტის (National Sun Yat-Sen University) – რომელიც ტოპ 200 ახალგაზრდა უნივერსიტეტის სიაშია – ციტირების მაჩვენებელია 25.4.

სწრაფი ბმულები

ინფორმაციას ილიაუნი ავრცელებს.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა