საბერძნეთის საგარეო უწყება - რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ უკანონო და ცალმხრივი აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების აშკარა დარღვევაა

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების დარღვევად აფასებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ უკანონო და ცალმხრივი აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საბერძნეთის საგარეო უწყების განმარტებით, ისინი გმობენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

„ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ საბერძნეთი მხარს უჭერს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პატივისცემას და გმობს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ამ ფუნდამენტურ პრინციპებს. ევროკავშირისა და ნატოს წინაშე ვალდებულებების ფარგლებში, ამ გადაწყვეტილებაზე რეაგირებასთან დაკავშირებით საბერძნეთი საკუთარი ქმედებების კოორდინირებას ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან განახორციელებს,“- აცხადებენ უწყებაში.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?