მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე, დაპირისპირების შედეგად 8 პირი დააკავეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაური და დაპირისპირება იყო. ადგილზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი, რომლებიც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათ ასევე, შენობაში პრემიერის შეცილება ბანერების და შეძახილების ფონზე სურდათ, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს. დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა აქციის 8 მონაწილე, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

„არარსებული მოტივით აკავებენ ჩვენს აქტივისტებს. თვითონ გადაკეტეს გზა და ჩვენი რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. მოვედით იმისთვის, რომ პრემიერს შევახსენოთ, რომ ის ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიხეილ სააკაშვილს კლავს და ამასთან შეგუებას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოძრაობა საქართველოს წევრის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, მოქალაქეებს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება არ ეძლევათ, რაც მისივე თქმით, „შემდგარი რუსული დიქტატურაა“.

„ეს არის შემდგარი რუსული დიქტატურა, სადაც ადამიანებს ელემენტარულად არ ეძლევათ საშუალება გამოხატონ საკუთარი აზრი. ეს დაკავებები ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება შეშინებულია“, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს