გაერთიანებული სამეფოს მინისტრი - რუსეთის უკრაინაში შეჭრა უკვე დაწყებულია

რუსეთმა უკვე გაგზავნა ტანკები და ჯარისკაცები უკრაინაში, რაც შეჭრაზე მიანიშნებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა განაცხადა.

„ჩვენ ვიღვიძებთ ევროპაში ძალიან ბნელ დღეს. ეს ცხადია იქიდან, რაც უკვე ვნახეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა უკრაინის სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმა,“- აღნიშნა ჯავიდმა.

მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა უკვე დაწყებულია.

„ჩვენ ვნახეთ, რომ მან აღიარა ეს სეპარატისტული აღმოსავლეთ რეგიონები უკრაინაში და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან გაგზავნა ტანკები და ჯარისკაცები, ასე რომ, ვფიქრობ, აქედან შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ უკრაინაში შეჭრა დაიწყო“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა დიალოგს დაპირისპირება ამჯობინა.

„პრეზიდენტ პუტინის ქმედებებიდან ირკვევა, რომ მან დიალოგს კონფრონტაცია არჩია,“- აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო სანქციებს დაუწესებს „რუსეთის რეჟიმთან დაკავშირებულ პირებს, კომპანიებსა და ბიზნესს“.

”ვფიქრობ, რომ ახლა ევროპისთვის მნიშვნელოვანი მომენტი დგას. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ნამდვილი ტესტი, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპისთვის, ჩვენთვის, რომ ყველამ გამოვიჩინოთ ერთიანობა, ერთად ვიმუშაოთ, რადგან ყველას გვახსოვს რა ხდება მაშინ, როცა აგრესორები დაუსჯელი რჩებიან,“- აღნიშნა საჯიდ ჯავიდმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო