ჩინეთის საგარეო უწყება დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარებას“ ეხმაურება და ყველა მხარეს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება

რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. ოფიციალური პეკინი მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

„ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დღეს განაცხადა, რომ პეკინი მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება, აღიარონ უსაფრთხოების განუყოფელი პრინციპის მნიშვნელობა, დეესკალაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარება. ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოების ლეგიტიმური საზრუნავი უნდა იყოს დაცული. გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები დაცული უნდა იყოს", - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ჟაო ლიჟენმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა