ევროპის კონტინენტზე სხვა ერის მიმართ ფაშისტური და ნაცისტური სიძულვილი ბრუნდება, პუტინის გუშინდელი გამოსვლა და მისი ქმედება ამის გამოხატულებაა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერში“ წერს.
„სამწუხაროა, რომ რუს ხალხს ამის გადატანა მოუწევს. პუტინის ფაშიზმმა არსებითად გაანადგურა მათი მომავალი,“- წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა, მოგვიანებით კი განკარგულება გასცა, ე.წ. "სახალხო რესპუბლიკებში" მშვიდობის მხარდაჭერის მიზნით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა "უზრუნველყონ მშვიდობა".