სოციალურ ღონისძიებებზე, მათ შორის ქორწილებისა და ქელეხებში სტუმართა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა უქმდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოციალური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილებისა და ქელეხების გამართვისას ადამიანების მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა უქმდება.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ღონისძიებებზე დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან 10, ხოლო ღია სივრცეში 15 ადამიანის ყოფნა იქნება დაშვებული.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე, აქამდე იყო 6. ხოლო ღია სივრცეში ეს რაოდენობა გაიზარდოს 15 ადამიანამდე, არსებული 10-ის ნაცვლად. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა. რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს - დახურულ სივრცეში მაგიდასთან 10 ადამიანი, ღია სივრცეში - 15 - შესაძლებელი იქნება სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი და ა.შ.“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა