კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი შემსუბუქდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, ნაწილი კი შემსუბუქდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები მედიას საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ გააცნო.

უფრო კონკრეტულად, საბჭოს გადაწყვეტილებით:

  • 1-ელი მარტიდან საქართველოს საზღვარზე 67 ქვეყნის მოქალაქეები პსრ ტესტის საშუალებითაც შეძლებენ შემოსვლას. უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოდის ორი პირობით, ვაქცინაცია და პსრ ტესტის უარყოფითი პასუხი. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებიც ასევე შემოდიან საქართველოში ან ტესტის საფუძველზე, ან უნდა იყვნენ ვაქცინირებულები და თუ არცერთი არ აქვთ, მათ აქამდე ჰქონდათ ვალდებულება 8- დღიან თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თვითიზოლაცია 5- დღემდე მცირდება. ხოლო თუ საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში შემოდის პსრ ტესტით, მას ეხსნება 72 საათში ტესტის განმეორებით გაკეთების ვალდებულება.
  • შესაბამისად, გაუქმდება ის აპლიკაციები, რომლებიც საჭირო იყო ზემოთჩამოთვლილი 67 ქვეყნიდან მოქალაქის შემოსვლისას. ეს არის ე.წ. ბიზნეს აპლიკაცია, იმუშავე საქარველოდან და არის სტუდენტური აპლიკაცია.
  • მიღებულია გადაწყვეტილება ასევე, რომ დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან გაიზარდოს დაშვებულ პირთა რაოდენობა ათამდე, აქამდე იყო 6. ღია სივრცეში 15 ადამიანამდე გაიზარდოს 10- ის ნაცვლად. ასევე, უქმდება სტუმართა მაქსიმალურ ოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა. რაც შეეხება სოციალურ ღონისძიებებს, წვეულება, დაბადების დღე, ქორწილი, ქელეხი სტუმრების დაშვება იმავე ლოგიკით იქნება შესაძლებელი.
  • 1-ელი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება.
  • ასევე, უქმდება თერმოსკრინინგის და ჟურნალის წარმოების ვალდებულება. უქმდება დეზობარიერების ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება ბუფეტის მეშვეობით სტუმრებს მომსახურება გაუწიონ.
  • 4 მარტიდან დასაშვები იქნება კლუბების ფუნქციონირება და იმ ფართის მხოლოდ 60%-ის ტევადობის გამოყენება შეეძლება, სადაც ღონისძიება იმართება.
  • 15 მარტიდან დაშვებული იქნება კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიხსნება 70 ადამიანზე შეზღუდვა.
  • 27 თებერვალს იმართება საერთაშორისო მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დასაშვები იქნება აღნიშნულ ღონისძიებაზე მაყურებელთა 50%-ის დასწრება.

ამასთან, როგორც ღიბრაძემ განმარტა, 1-ელი მარტიდან შესაძლოა, ეს შემსუბუქებები კიდევ უფრო გაფართოვდეს, თუმცა, ცხადია, ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. როგორც მან აღნიშნა, საბჭო დღეიდან 2 -კვირიანი მუშაობის რეჟიმზე გადადის და ყოველი კვირის ნაცვლად, ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო