თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში „ფაიზერის" ვაქცინების ახალი დოზები პირველი კვარტლის ბოლოს შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინების ახალი დოზები პირველი კვარტლის ბოლოს შემოვა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ "ფაიზერის" ვაქცინებს ვადა 31 მარტის ჩათვლით აქვს და ამ დროისთვის "ფაიზერის" კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ვაქცინებით მომარაგება უწყვეტად შენარჩუნდეს.

„ფაიზერის" დოზების მოწოდებაზე მწარმოებელთან ვმუშაობთ. იგეგმება, რომ მოწოდება მოხდეს პირველი კვარტლის ბოლოს, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არის. მომდევნო პერიოდში ვაქცინაციის გაგრძელებისთვის იქნება მოწოდება იმგვარად, რომ უწყვეტობა უზრუნველყოფილი იყოს.

დღეს არსებული მარაგები ვალიდური არის 31 მარტის ჩათვლით. იმისათვის რომ 1-ელ აპრილს მოქალაქეს აცრის შესაძლებლობა ჰქონდეს, მოწოდება გაგრძელდება იმგვარად, რომ "ფაიზერზე" წვდომა უწყვეტად შენარჩუნდეს.

რაც შეეხება "სინოფარმის" და "სინოვაკის" მარაგებს - ეს ვაქცინები ქვეყანაში არის. ვაქცინები ეფექტურია, როგორც პირველადი ასევე, "ბუსტერ" დოზის შემთხვევაში და მათი გამოყენება, რა თქმა უნდა, მოქალაქის არჩევანის შესაბამისად რეკომენდებული და სასურველია," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინაციის მნიშვნელობა არც ერთ შემთხვევაში არ იკლებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია „ბუსტერ" დოზების გაკეთება და ამისთვის სამინისტრო ვაქცინების მოწოდების ახალ სქემაზე მუშაობს.

მისი თქმით, ვაქცინაციის სტიმულირებისთვის გაგრძელდება, როგორც საინფორმაციო ასევე, სხვა ტიპის ღონისძიებები.

„ვაქცინაციის პროგრამისთვის მთავარი მასტიმულირებელი იყო ფინანსური წახალისების მექანიზმი, გარკვეული როლი შეასრულა, რა თქმა უნდა „მწვანე საშვის“ მექანიზმმა, მაგრამ ეს იყო ლიმიტირებული ეფექტი, ისე როგორც მოსალოდნელია და ისე როგორც ეს იყო სხვა ქვეყნებში. დღეს ჩვენ უკვე ვსაუბრობთ შესაძლებლობის ფარგლებში, გარკვეული რეგულაციების შემსუბუქებაზე, რა თქმა უნდა, თუკი 15 მარტამდე ეპიდემიის განვითარების სურათი ამის საშუალებას მოგვცემს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და გავყვეთ იმ პროცესებს, რაც არის ზოგადად „ომიკრონის“ მართვის კუთხით და ის, რაც ნაკლებ ეფექტურია უბრალოდ რეგულაციის შენარჩუნებისთვის არ იყოს და არ დარჩეს ქაღალდზე დაწერილი.

ვაქცინაციის მნიშვნელობა არც ერთ შემთხვევაში არ იკლებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია „ბუსტერ" დოზების გაკეთება და ამისთვის სამინისტრო მუშაობს ვაქცინების მოწოდების ახალ სქემაზე და ასევე გაგრძელდება, როგორც საინფორმაციო ასევე, სხვა ტიპის ღონისძიებები, რაც ვაქცინაციის სტიმულირების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა