„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართულ ოცნებაში“ განუცხადეს, ირაკლი კობახიძე თავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსს სახლში გადის.
ამასთან, მათივე ცნობით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ვირუსი უსიმპტომოდ აქვს.