რეჯეფ თაიფ ერდოღანი - დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ რუსეთის გადაწყვეტილება მიუღებელია

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორი რეგიონის აღიარება "მიუღებელია".

„მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია. ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, პატივი სცენ საღ აზრსა და საერთაშორისო სამართალს“, - აღნიშნა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბარში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა, მოგვიანებით კი განკარგულება გასცა, ე.წ. "სახალხო რესპუბლიკებში" მშვიდობის მხარდაჭერის მიზნით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა "უზრუნველყონ მშვიდობა".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს