ზურაბ აბაშიძე მოსკოვის გამზირისთვის სახელის შეცვლაზე - ნებისმიერი ქუჩის სახელის ცვლილება პროცედურების დაცვის უნდა მოხდეს

თუ ვისაუბრებთ იმაზე, სირცხვილია თუ არა ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთ გამზირს ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის - მოსკოვის სახელი ერქვას, ამაზე მარტივი პასუხი მაქვს - 2008 წელს, როდესაც მოხდა საქართველოს უმნიშვნელოვანესი კუთხეების ოკუპაცია, მაშინ ის ძალა იყო ხელისუფლებაში, ვინც ახლა ამ ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვს. მაშინ რატომ არ გადაარქვეს სახელი?- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების საპასუხოდ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ კიევის ქუჩა თბილისში უკვე არსებობს. მისივე თქმით, ქუჩის ან გამზირის სახელდებას შესაბამისი პროცედურები აქვს და საკრებულოს საკითხის განხილვისთვის მზად არის.

„მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ კიევის ქუჩა თბილისის ჩუღურეთის რაიონში არსებობს. ამასთან, ნებისმიერი პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია ქუჩების სახელების ცვლილებასთან, თუკი არ იციან, ვაცნობებ, რომ განიხილავს საკრებულოს შესაბამისი კომისია, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად და ემოციებით. ქუჩის სახელის ცვლილება მხოლოდ პოლიტიკური თემა არ არის, ასეთ საკითხებს სჭირდება მთელი რიგი პროცედურების დაცვა, მოსახლეობასთან კომუნიკაციით და მათთან შეჯერებით. ჩვენ მზად ვართ მსჯელობისთვის და ამ საკითხის განხილვისთვის. არა პოპულიზმით და არა ემოციების ფონზე“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოში ინიციატივით შედის, რომ მოსკოვის გამზირს სახელი გადაერქვას და უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი ეწოდოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა