სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

უწყების ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს და დაღუპული გმირი გაიხსენეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. ის საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი გმირი ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა, 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო