გერმანიამ გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაზსადენის, "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

”უახლესი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გადავაფასოთ სიტუაცია, განსაკუთრებით „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-თან დაკავშირებით”, - აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს სთხოვა, გადაედგა ნაბიჯები, რათა ამ მომენტში სერტიფიცირების პროცესი აღარ გაგრძელდეს.

„ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები გააკეთებენ ახალ შეფასებას მიწოდების უსაფრთხოების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რაც შეიცვალა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში,“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების- დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა