თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დისტანციური სწავლების წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსს მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დისტანციური სწავლების წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსს მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უმჯობესდება და დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა, უნივერსიტეტმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და სტუდენტებს გადასახადის შესაფერისი განათლება მისცეს.

„ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებში დაბრუნებას ვითხოვთ. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გაუქმდა კოვიდპასპორტი, რესტორნებს ეხსნებათ შეზღუდვები, კლუბები იხსნება 4 მარტს და ბევრი რეგულაცია დღეს საკოორდინაციო საბჭომ გააუქმა. ჩვენ ვითხოვთ, დაგვაბრუნონ აუდიტორიებში, შეგვხვდეს რექტორი, გაგვცეს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები და უნივერსიტეტმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და გადასახადის შესაფერისი განათლება მოგვცეს.

დეკემბერში გვქონდა ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია, მაგრამ ამ შეხვედრამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო, " - განაცხადა აქციის მონაწილე დავით გოგოლაძემ.

სტუდენტები მეტროსადგურ "რუსთაველიდან" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე მსვლელობას გამართავენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო