დიმიტრი პესკოვი „რუსეთის სამშვიდობო ძალების“ დონეცკსა და ლუგანსკში შესვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ რუსული სამშვიდობო ძალების ღამით შეყვანის შესახებ არაფერი იცის და შესაბამისად, ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.

„არა, ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ, ამის შესახებ არაფერი ვიცი“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ რუსი ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას სიტუაციიდან გამომდინარე და რესპუბლიკების მეთაურების მიმართვის შემთხვევაში მიიღებენ.

„ამ გადაწყვეტილების მიღება სიტუაციის განვითარებიდან და ამ რესპუბლიკების მეთაურების მომართვებიდან გამომდინარე მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მთავარი მიზანი არის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა,“- განაცხადა პესკოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო