გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ვებინარი „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და მონიტორინგი” გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ვებინარი „ატმოსფერული ჰაერის ხარისხი და მონიტორინგი” გაიმართა, სადაც მონაწილეობა ეკოლიდერებმა, გარემოსდამცველმა მოხალისეებმა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან აღნიშნული თემით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა მიიღეს.

უწყების ცნობით, შეხვედრა ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა და საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კუთხით არსებული მდგომარეობისა და ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„გარემოსდაცვით აქტივობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა, რათა ხელი შევუწყოთ ეკომეგობრული მიდგომების განვითარებას. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცენტრი უწყვეტად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, მათ შორის, ტრენინგებს, საინფორმაციო შეხვედრებს და კონკურსებს“, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, დარგის სპეციალისტებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ელინა ბაქრაძემ ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და მონიტორინგის მექანიზმების შესახებ ისაუბრეს.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახალგაზრდებმა ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროებისა და ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად არსებული რეკომენდაციების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს