ზაზა ვაშაყმაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარია თეოდორუს შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. სააგენტოს ინფორმაციით, ელჩი დაინტერესდა საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკით და სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებით.

„სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო რელიგიის სააგენტოს აქტივობა ქვეყანაში შემწყნარებლური გარემოს განმტკიცების მიზნით. კერძოდ: ინტერრელიგიური კონფერენციები, ინტერრელიგიური კალენდარი, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობა, „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“ ფარგლებში რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისათვის ქართული ენის სწავლება და სხვა. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა ქართული ისლამის უნიკალურ ხასიათზე და ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოში რელიგიური ნიშნით დაპირისპირებების ფონზე, ქართველი მუსლიმები - შიიტები და სუნიტები, ერთ მეჩეთში ლოცულობენ. სააგენტოს თავმჯდომარე, ასევე, შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მართლმადიდებელთა რელიგიური უფლებების დარღვევის ტენდენციას.

შეხვედრის დასასრულს, მარია თეოდორუმ მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს და გამოთქვა თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა