ბრიტანეთი 5 რუსულ ბანკსა და პუტინის ახლო მოკავშირეს, გენადი ტიმჩენკოს სანქციებს უწესებს

ბრიტანეთი ხუთ რუსულ ბანკს და სამ ფიზიკურ პირს, მათ შორის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეს, გენადი ტიმჩენკოს სანქციებს უწესებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტში განაცხადა.

„ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ გაერთიანებულ სამეფოში, გაიყინება და სანქცირებულ პირებს აეკრძალებათ აქ მოგზაურობა”, - აღნიშნა ჯონსონმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის საბაბს ქმნის.

„ეს არის პირველი ნაწილი იმისა, რის გასაკეთებლადაც მზად ვართ. უნდა მოვემზადოთ პუტინის გეგმის შემდეგი შესაძლო ეტაპებისთვის. პუტინი ქმნის საბაბს სრულმასშტაბიანი შეტევისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, სანქცირებული ბანკებია: Rossiya, IS Bank-ი, General Bank-ი, Promsvyazbank-ი და Black Sea Bank-ი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა