ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე საბოლოო შეთანხმების მიღწევას „დაუყოვნებლივ“ გეგმავს

რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება აღიაროს დამოუკიდებელ სუბიექტებად და გაგზავნოს რუსული ჯარები უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში უკანონო და მიუღებელია, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და კიდევ უფრო ამწვავებს კრიზისს, - ამის შესახებ ევროპული კომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ინფორმაციის თანახმად, დღეს გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა, უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ხელმძღვანელობით რის შემდეგაც, სანქციების პირველ პაკეტს განსახილველად ოფიციალურად წარადგენენ.

ამის შემდეგ შესაბამისი ორგანოები შეიკრიბებიან პაკეტზე საბოლოო შეთანხმების „დაუყოვნებლივ გასაფორმებლად“.

„პაკეტი შეიცავს წინადადებებს: სანქციები დაუწესდეს მათ, ვინც მონაწილეობდა უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში; ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო და სხვა ოპერაციებს აღნიშნულ ტერიტორიებზე; შეზღუდოს რუსეთის სახელმწიფოსა და მთავრობის წვდომა ევროკავშირის კაპიტალსა და ფინანსურ ბაზრებზე, ესკალაციის გამომწვევი და აგრესიული პოლიტიკის დაფინანსება; შეზღუდოს ორი სეპარატისტული რეგიონიდან ევროკავშირში და ევროკავშირიდან ამ რეგიონებში ვაჭრობა, უზრუნველყოს, რომ პასუხისმგებელმა პირებმა ცხადად იგრძნონ თავიანთი უკანონო და აგრესიული ქმედებების ეკონომიკური შედეგები,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო