თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო, ქალთა ონკოლოგიური დაავადებებისა და სკრინინგის ცნობიერების გაზრდისთვის კამპანიას იწყებს

თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო, ქალთა ონკოლოგიური დაავადებებისა და სკრინინგის ცნობიერების გაზრდისთვის კამპანიას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინიციატივა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თინათინ ნიბლოშვილს ეკუთვნის, რომელიც ამავდროულად თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა.

საკრებულოში გამართულ სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა საინფორმაციო კამპანიის საჭიროებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კიბოს დროული დიაგნოსტიკისა და პრევენციის შემთხვევაში, შესაძლებელია თანამოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენა.

საკრებულოს ინფორმაციითვე, თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამები იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსახლეობამ დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაიტაროს და მკურნალობის ინდივიდუალური პროცედურები დაგეგმონ.

"სწორი, თანმიმდევრული და სტრატეგიული საინფორმაციო კამპანიით შევძლებთ საბოლოოდ შევამციროთ დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევები", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ ძუძუს კიბოს სკრინიგ-პროგრამის უმთავრეს მიზანზე ისაუბრა.

როგორც ზურაბ ჩიკვილაძემ აღნიშნა, მედიკამენტების დაფინანსების განხორციელება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წლიდან დაიწყო.

ამასთან, თანამედროვე მედიცინის მიღწევების გათვალისწინებით, მუნიციპალური მხარდაჭერით, პაციენტთა გამოჯანმრთელების კოეფიციენტი ამ პერიოდში მნიშველოვნად გაიზარდა.

საბჭოს წევრები ერთხმად შეთანხმდენენ ღონისძიებების აქტიურ რეჟიმში დაგეგმვისა და კამპანიის დაწყებაზე, რაც ხელს შეუწყობს მოსახელობის ცნობიერების გაზრდას.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს