ვლადიმერ პუტინი ილჰამ ალევთან შეხვედრაზე - სპეკულაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი იმპერიულ საზღვრებში აპირებს იმპერიის აღდგენას, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

კრემლის ინფორმაციით, პუტინმა ალიევს განუცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი იმპერიის საზღვრების აღდგენას არ აპირებს.

„სპეკულაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი იმპერიულ საზღვრებში აპირებს იმპერიის აღდგენას, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ყველა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა აღიარა. ისეთ უმწვავეს სიტუაციებშიც კი, როგორიცაა მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარება, ჩვენ ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვმოქმედებდით, ამ პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პუტინმა. შეხვედრის დროს ილჰამ ალევმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება და ის აფასებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რომელიც რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა