ჯოზეფ ბორელი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე - აღარანაირი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეზე, ბრილიანტები ანტვერპენში და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია

აღარანაირი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეზე, ბრილიანტები ანტვერპენში და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი "ტვიტერზე" წერს, რითაც ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხს გამოეხმაურა.

ბორელის თქმით, რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს.

ამასთან, სანქციები დაუწესდა 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირსაც, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ თანახმაა, რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო