ენტონი ბლინკენი - რუსეთის გეგმა, დასაწყისიდანვე, უკრაინაში შეჭრა იყო

ვლადიმერ პუტინის გამოსვლამ დაადასტურა, რომ რუსეთის გეგმა, დასაწყისიდანვე, უკრაინაში შეჭრა იყო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ახლა, როცა ეს პირდაპირ პუტინისგან მოვისმინეთ, ეს ადასტურებს, რასაც ვამბობდით, რომ მას არ გაუგზავნია 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი უწყინარი სამხედრო​ წვრთნებისთვის ან იმისთვის, რომ ეპასუხა უკრაინიდან მომავალი საფრთხის შემცველი აგრესიისთვის ან შეეჩერებინა გამოგონილი გენოციდი ან რაიმე სხვა შეთხზული მიზეზის გამო. პრეზიდენტ პუტინის გუშინდელმა ღრმად შემაშფოთებელმა გამოსვლამ და დღევანდელმა განცხადებებმა მთელი მსოფლიოსთვის ნათელი გახადა, როგორ უყურებს ის უკრაინას – არა, როგორც სუვერენულ ქვეყანას, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის უფლებით, არამედ, როგორც რუსეთის ქმნილებას და შესაბამისად, რუსეთის მორჩილებაში მყოფს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, პუტინის რეალური მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენაა.

„მისი მიზანი რუსეთის იმპერიის, ან მოკლედ, გავლენის სფეროს აღდგენა და რუსეთის გარშემო მყოფი ქვეყნების სრული ნეიტრალიტეტია. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მასშტაბური საფრთხეა“, – განაცხადა ბლინკენმა.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა