Reuters - ჯო ბაიდენი ბალტიის ქვეყნებში ჯარისკაცებს, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე კი F-35 ტიპის გამანადგურებლებსა და მოიერიშე შვეულმფრენებს აგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება ევროპაში ჯარების გადანაწილების შესახებ ითვალისწინებს 800 ქვეითი ჯარისკაცის გაგზავნას ბალტიის რეგიონში და რვა F-35 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, - Reuters-ის ინფორმაციით ამის შესახებ აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ასევე გაგზავნის 32 AH-64 Apache მოიერიშე შვეულმფრენებს ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში.

“ამ დამატებითი პერსონალის გადანაწილება ხდება ჩვენი ნატოელი მოკავშირეების გასამხნევებლად, ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ნებისმიერი პოტენციური აგრესიის შესაჩერებლად და მასპინძელი ქვეყნის ძალებთან წვრთნების გამართვის მიზნით”, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მან, ბალტიის ქვეყნების გაძლიერების მიზნით, აშშ-ის ძალების და სამხედრო ტექნიკის ევროპაში დამატებითი გადაადგილების ნებართვა გასცა.

„დღეს, რუსეთის აღიარების საპასუხოდ, რომ არ გამოიყვანს თავის ძალებს ბელარუსიდან, აშშ-ის ძალებისა და აღჭურვილობის, რომლებიც უკვე განლაგებულია ევროპაში, დამატებითი გადაადგილების ნებართვა გავეცი, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ბალტიელი მოკავშირეები: ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა”, - განაცხადა ბაიდენმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი