რუსეთის ელჩი აშშ-ში - არ მახსოვს არცერთი დღე, როცა ჩვენმა ქვეყანამ დასავლური სამყაროს შეზღუდვის გარეშე იცხოვრა - ვისწავლეთ, როგორ ვიმუშაოთ ასეთ პირობებში

რუსეთის ელჩი შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვი აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურება.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი დააზარალებს გლობალურ ფინანსურ და ენერგეტიკულ ბაზრებს, ისევე, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებს.

ელჩის განცხადებით, სანქციები რუსეთთან დაკავშირებით ვერაფერს მოაგვარებს და ვაშინგტონს ტყუილად აქვს იმედი, რომ რუსეთი საგარეო პოლიტიკას შეზღუდვების შიშით შეცვლის.

„სანქციები ვერაფერს მოაგვარებს რუსეთთან დაკავშირებით. ძნელი წარმოსადგენია, რომ ვაშინგტონში ვინმეს იმედი აქვს, რომ რუსეთი გადახედავს მის საგარეო პოლიტიკას შეზღუდვების საფრთხის შიშით. არ მახსოვს არცერთი დღე, როცა ჩვენმა ქვეყანამ დასავლური სამყაროს შეზღუდვის გარეშე იცხოვრა. ვისწავლეთ, როგორ ვიმუშაოთ ასეთ პირობებში და არა მხოლოდ გადავრჩეთ, არამედ განვავითაროთ ჩვენი სახელმწიფო", - განაცხადა ანტონოვმა.

მისი თქმით, დაწესებული სანქციები დააზარალებს გლობალურ ფინანსურ და ენერგეტიკულ ბაზრებს.

„არავინ დარჩება შეერთებულ შტატებში, ვინც ფასების ზრდის სრულ შედეგებს არ იგრძნობს", - აღნიშნა ანტონოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა