ზურაბ აზარაშვილმა ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრს, კოხლეარული იმპლანტები გადასცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრს (ქევანიშვილი-ჯაფარიძის კლინიკა) კოხლეარული იმპლანტები გადასცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აზარაშვილი ბენეფიციარებზე მეტყველების პროცესორის მორგება-რეგულირების პროცესს დაესწრო. ბენეფიციართა შორის ერთ-ერთი 2 წლის ერეკლე იმედაშვილი იყო, რომლემაც წარმატებული ოპერაციის შემდგომ ბგერები პირველად აღიქვა.

„სახელმწიფო პროგრამა შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციართა კოხლეარული იმპლანტით უსასყიდლოდ უზრუნველყოფას, ოპერაციასა და იმპლანტაციის შემდგომ 1-წლიან უფასო რეაბილიტაციას მოიცავს. დასავლური სტანდარტების შესაბამისი, კოხლეარული იმპლანტის კომპლექტის ღირებულება 50 000 ლარამდეა.

შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციართა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში 2021 წლის 1 აპრილს ინტეგრირდა.

პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის ოქტობრიდან დღემდე, 20 ბენეფიციარი დაკმაყოფილდა. 2022 წლის განმავლობაში კი ყველა არსებული მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდება“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო